თავში

დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ
დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. მინისტრის რანგში ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ფინანსთა მინისტრი გაამახვილებს ყურადღებას.

საპარლამენტო ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია გაამახვილებს ყურადღებას, ლარის კურსი და კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიაა.

ფინანსთა მინისტრთან კითხვები მმართველ გუნდშიც აქვთ. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ლაშა ხუციშვილს კითხვებს ქვეყანაში არსებულ ინფლაციასა და საგადასახადო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით დაუსვამენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system