თავში

დღეს "სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნება

დღეს "სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნება
დღეს სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახალი ინფრასტრუქტურა გაიხსნება

დღეს, 13:30 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა იხსნება, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, ასევე, ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და მებაჟე-ოფიცრები არიან მოწვეულები.

ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system