თავში

დღესაც ლარის კურსი გაუფასურდა

დღესაც ლარის კურსი გაუფასურდა
დღესაც ლარის კურსი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0442  ლარი ღირს.

პარასკევს, 19 ივნისს 1 დოლარის ყიდვა 3.0385 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0057 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4153 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.4040 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0113 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 22 ივნისს დაადგინა, ხვალიდან, 23 ივნისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0425 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system