თავში

Dogecoin ერთ დღეში 23%-ით გაძვირდა

Dogecoin ერთ დღეში 23%-ით გაძვირდა
Dogecoin ერთ დღეში 23%-ით გაძვირდა

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, მილიარდერი ილონ მასკის განცხადების შემდეგ, Dogecoin-ის ღირებულება 23,76%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.

Dogecoin ერთი დღით ადრე 0,164 აშშ დოლარი ღირდა დღეს კი მისი ღირებულება 0,2 აშშ დოლარია. 

ილონ მასკმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ Tesla-ს მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა Dogecoin-ით იქნება შესაძლებელი.

„Tesla საქონლის Doge-ით გაყიდვებს დაიწყებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, წერს მასკი.

Dogecoin (DOGE) არის Litecoin-ზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა. იგი 2013 წლის 8 დეკემბერს, პორტლენდში, პროგრამისტი ბილი მარკუსისა და Adobe-ს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის, ჯექსონ პალმერის მიერ შეიქმნა.

მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა Dogecoin "მსოფლიოს დაიპყრობს". 

SpaceX-ის კომერციული გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტის, ტომ ოჩინეროს განცხადებით, კრიპტოვალუტა Dogecoin პლანეტათაშორისი სავაჭრო ვალუტა გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system