თავში

დოლარის ფასი იზრდება - ლარი გაუფასურებას განაგრძობს

დოლარის ფასი იზრდება - ლარი გაუფასურებას განაგრძობს
დოლარის ფასი იზრდება - ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0807 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა 3.0118 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0689‬ პუნქტით გაუფასურდა. 

1 ევროს შეძენა კი 3.3974 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ 3.3684 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.029 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 17 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 18 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1453 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system