თავში

დურდოზე დაყენებული ქართული ღვინო მსოფლიოს სპეცღვინოების ჩამონათვალს დაემატა

დურდოზე დაყენებული ქართული ღვინო მსოფლიოს სპეცღვინოების
დურდოზე დაყენებული ქართული ღვინო მსოფლიოს სპეცღვინოების ჩამონათვალს დაემატა

ქართული ტექნოლოგიით,ანუ“დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა.

ამის შესახებ report.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო”.

ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის დამატებით, სია 8-მდე გაიზარდა.

აღნიშნული სიახლის შესახებ შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ ღვინის შესაბამისად შეფასება შეძლონ.OIV-ის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობასთან 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აკავშირებს, ღვინის დაყენების ეს მეთოდი კი, სწორედ ჩვენს ქვეყანას უკავშირდება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system