თავში

დვაბზუში წისქვილი აშენდა

დვაბზუში წისქვილი აშენდა
დვაბზუში წისქვილი აშენდა

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შპს გურიელმა გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი ააშენა. წისქვილი თვეში 10 ტონამდე მარცვლეულს ამუშავებს და შემდგომ რეალიზაციას უწევს გადამუშავებულ პროდუქციას. კომპანია აქამდეც ახდენდა ფქვილის რეალიზაციას, თუმცა მას არ ჰქონდა საკუთარი წისქვილი და სხვა წისქვილების მომსახურებით სარგებლობდა. ბიზნესის განვითარების მიზნით შპს გურიელმა ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ბანკმა სრული მხარდაჭერა გაუწია. ინვესტიციის მოცულობამ 45 000 ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 5 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system