თავში

ძვირფასი ქვების გაყიდვები 24%-ით შემცირდა

ძვირფასი ქვების გაყიდვები 24%-ით შემცირდა
ძვირფასი ქვების გაყიდვები 24%-ით შემცირდა

ალმასის მოპოვების საერთაშორისო კორპორაცია De Beers-მა მიმდინარე წლის 6-21 დეკემბერს ბრილიანტის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 24%-ით - 332 მლნ აშშ დოლარამდე შეამცირა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას International Diamond Mining Corporation ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თვით ადრე, 8-დან 23 ნოემბრის ჩათვლით  გაყიდვები 438 მილიონი დოლარი იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის  მიუხედავად, ძვირფას ქვებზე მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.

De Beers  ბუნებრივი ბრილიანტების მოპოვებით, გადამუშავებითა და გაყიდვით არის დაკავებული. კომპანია 1888 წელს, სამხრეთ აფრიკაში დაარსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system