თავში

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა.

ბანკი წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს. მომავალ წელს კი, EBRD-ის ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ 3.5%-იანი ზრდა იქნება. 

შეგახსენებთ, მაისში 2020 წელს ეკონომიკის შემცირება 4.5%-ზე იყო ნავარაუდევი.

EBRD-ის მიხედვით,  წელს ეკონომიკა მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში 4.5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი, ეკონომიკური აღდგენა მხოლოდ 2.5%-ით მოხდება.


ცნობისთვის, EBRD-მა ყველა იმ ქვეყნის პროგნოზსს გადახედა, სადაც პროექტებს ახორციელებს.

ბანკის ექსპერტების გათვლით, ყველა ამ ქვეყანაშიეკონომიკა საშუალოდ 3.9%-ით შემცირდება. მაისში კი ბანკი ამ ქვეყნებისთვის 3.5%-იან ვარდნას ვარაუდობდა. ბანკის პროგნოზით, შენელდება ეკონომიკური აღდგენის პროცესიც და 2021 წელს ის 3.6%-ზე იქნება. ცნობისთვის მაისში 2021 წლისთვის ეკონომიკურ აღდგენას EBRD-ი 4.8%-ზე ვარაუდობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system