თავში

EBRD საქართველოში უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია

EBRD საქართველოში უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია
EBRD საქართველოში უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი. 

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ბანკმა განახორციელა 4.11 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიციას 258 პროექტში, რომლებიც შეეხება ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების განვითარებას. ინვესტიციების 80%-ი კერძო სექტორს მოხმარდა.

აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) არის 180 მილიონი ევროს მოცულობის მრავალ-დონორიანი ფონდი, რომელიც მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდში (E5P) ყველაზე დიდი წვლილი, 70 მილიონი ევროს მოცულობით, ევროკავშირს შეაქვს. ფონდის საშუალებით ევროკავშირმა საქართველოს 10 მილიონი ევრო გამოუყო, რომელსაც ემატება ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, საქართველოს, გერმანიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, ტაივანის ბიზნესის EBRD ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისა და აშშ-ს მიერ უზრუნველყოფილი სახსრები. სქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში, ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, პოლიტიკური დიალოგის წარმოებაში, და, აგრეთვე, გარემოს გაუმჯობესებაში.

აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P) ინიციატივის მთავარი მიზანია, გასცეს გრანტები ისეთი მუნიციპალური ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პროექტებისთვის კრედიტების მოზიდვის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, ქუჩების განათება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საჯარ შენობების თბოიზოლაცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system