თავში

ეკონომიკაში პირველი კვარტალიც, სავარაუდოდ, ჩავარდება

ეკონომიკაში პირველი კვარტალიც, სავარაუდოდ, ჩავარდება
ეკონომიკაში პირველი კვარტალიც, სავარაუდოდ, ჩავარდება

სპეციალისტების ვარაუდით, პირველ კვარტალში ეკონომიკა კლებას დააფიქსირებს. ამის მიზეზი, ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, შეზღუდვებია, რის გამოც ეკონომიკას ზრდის რესურსი რეალურად არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ეკონომიკის მკაცრი შეზღუდვა თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილებაა, ხოლო მათი დიდი ნაწილის ძალაში დატოვება სამომავლოდ ეკონომიკაში დიდ პრობლემას გამოიწვევს. 

კერძოდ, ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, პირველი კვარტალი კლებით დასრულდება, ხოლო დაგეგმილი წლიური 5%-იანი ვერ შესრულდება.

,,შეზღუდვები ძალიან მძიმე კვალს დატოვებს. ვფიქრობთ, რომ 2021 წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ვერ შესრულდება, ხოლო პირველი კვარტალი ფაქტობრივად ჩავარდნილია. მრავალმხრივი პრობლემაა, პირველი, ეკონომიკური ვარდნა, რაც კიდევ გაზრდის უმუშევრობას, სიღარიბეს და საბიუჯეტო დეფიციტს, რის გამოც პრობლემა უფრო გაღრმავდება და დამატებითი ვალის აღება მოგვიწევს. ვერავინ იტყვის, რამდენით შეიძლება შემცირდეს ეკონომიკა, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 5%-იანი ზრდა ვერ მიიღწევა, უბრალოდ, რესურსი არ გვეყოფა. შეზღუდვები რაც მეტხანს გაგრძელდება, უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ. სერიოზულ გასაჭირშია როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობაც, ამასთან ერთად მცირდება ინვესტიციებიც, რასაც იწვევს გაურკვევლობა. იმის მაგივრად, რომ  მკაცრი კონტროლის ქვეშ ეკონომიკა ამუშავდეს, ტრანსპორტი გაიხსნას და ნორმალური პირობები შიქმნას, ეკონომიკა იზღუდება, რაც სტაბილურობას დიდ საფრთხეს უქმნის.  ეკონომიკის 2/3 გაჩერებულია, ეს ცალსახად გამოიწვევს ზრდის შემცირებას, თუნდაც ხვალვე მოიხსნას შეზღუდვები, უკვე დაგვიანებულიც შეიძლება იყოს. ეკონომიკის ყველა მიმართულება პრობლემური გახდა, დიდი გაჭირვებაა და ამ დროს არ იდგმევა ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკას გამოაცოცხლებს“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის საკითხი განიხილეს გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა ტესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან. 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system