თავში

ეკონომიკის გახსნის კვალდაკვალ სესხების გაცემის ტემპი ჩქარდება

ეკონომიკის გახსნის კვალდაკვალ სესხების გაცემის ტემპი ჩქარდება
ეკონომიკის გახსნის კვალდაკვალ სესხების გაცემის ტემპი ჩქარდება

ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ რაც ეკონომიკამ გახსნა დაიწყო, სესხების გაცემა ჩქარდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა კომერციულმა ბანკებმა იმუშაონ დაზარალებულ მომხმარებლებთან და არ შეფერხდეს ახალი სესხების გაცემა.

„ქვეყნის საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა ამ შოკს. მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები. ეს ამავედროს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორს აქვს რესურსი რომ ამ პერიოდის განმავლობაში არა მარტო გაუმკლავდეს ამ სირთულეებს, არამედ გარკვეული შეღავათები გაუკეთოს მომხმარებლებს. სწორედ ამის გამო გახდა შესაძლებელი ის გადავადების 3 თვიანი აქცია, რომლიც ისევ მიმდინარეობს,“-აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, გადავადების პირველი ეტაპისთვის საცალო-საკრედიტო პორტფელის 75%-ზე მეტი გადავადდა და 600 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა ამ გადავადებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system