თავში

ეკონომიკის მინისტრი დღეს რესტორატორებს ხვდება

ეკონომიკის მინისტრი დღეს რესტორატორებს ხვდება
ეკონომიკის მინისტრი დღეს რესტორატორებს ხვდება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს 17:00 საათზე რესტორატორებს შეხვდება. რესტორნების ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგება. მხარეები იმ რეგულაციებს განიხილავენ, რომელთა დაცვა რესტორნებს მოუწევთ.

ამ საკითხზე რესტორატორებმა 15 თებერვალს კონომიკის მინისტრის მოადგილესთან ირაკლი ნადარეიშვილთან, ბიზნესომბუდსმენთან და შრომის ინსპექციის უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. დღევანდელ შეხვედრაზე სექტორს კი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების იმედი აქვს. 

რესტორატორები შიდა სივრცეების ამოქმედების ნებართვას ითხოვენ. აქტუალურია კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევისა და შაბათ-კვირის მუშაობის დაშვების საკითხიც.

რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

1 თებერვლიდან გახსნილია სავაჭრო ცენტრები და არასასურსათო მაღაზიები. 8 თებერვლიდან ამოძრავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა საქალაქთაშორისო მგზავრობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამავე პერიოდიდან მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. 15 თებერვლიდან ქვეყანაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა და მოქმედებს სწავლების ჰიბრიდული მოდელი. 15 თებერვლიდან გაიხსნა რესტორნები, თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი სტუმრებს მხოლოდ ღია სივრცეში იღებენ. დახურული რჩება ფიტნეს და სპორტული ინდუსტრია. დახურული რჩება ასევე ზამთრის კურორტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system