თავში

ეკონომიკის მინისტრი პირბადეების მკერავებს მადლობას უხდის - PHOTO

ეკონომიკის მინისტრი პირბადეების მკერავებს მადლობას უხდის
ეკონომიკის მინისტრი პირბადეების მკერავებს მადლობას უხდის - PHOTO

„ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა გიგანტმა სახელმწიფომ და დროულად დავიწყეთ პირბადეების წარმოება," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, შემოწმების მიზნით „აჭარა ტექსტილის“ ბათუმის საწარმოში სტუმრობისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა საწარმო ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად შეამოწმა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოს თითოეულმა თანამშრომელმა მუშაობისას თავი დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს, მენეჯმენტმა კი ვალდებულებები აღასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები“,  - განაცხადა ნათია თურნავამ და საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა საწარმოში დასაქმებულ მკერავებს, რომელთა შეკერილი პირბადეებითაც მარაგდება ადგილობრივი ბაზარი.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პრაქტიკულად, არც ერთი დღე არ იგრძნოს ბაზარზე პირბადეების ნაკლებობა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 700 ათასი პირბადე მივაწოდეთ, რომელიც საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რაც სასიხარულოა. პირბადე უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ განუყრელ ატრიბუტად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მხრივ, ჩვენმა მოსახლეობამ არ იგრძნოს რაიმე სახის შეფერხება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„აჭარა ტექსტილის“ საწარმო ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე“ მონაწილეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system