თავში

ეკონომიკის მხსნელად სოფლის მეურნეობას მიიჩნევენ

ეკონომიკის მხსნელად სოფლის მეურნეობას მიიჩნევენ
ეკონომიკის მხსნელად სოფლის მეურნეობას მიიჩნევენ

აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა ფერმერული მეურნეობების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს. ეპიდემიის გავრცელებასა და ამის გამო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გამოსავალს იგი აგრარული სექტორის ხელშეწყობაში ხედავს და ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯის გადადგმა კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად უნდა მოხდეს.

,,ბოლო დღეების განმავლობაშიც დავინახეთ, რომ ბევრი ადამიანი დაბრუნდა სოფელში და ეს ტენდენცია შეუქცევადი უნდა გახდესმშვიდობიანობის პერიოდშიც სოფლის ასაღორძინებლად.სოფლის მეურნეობის მოქნილობისათვის ყველაზე მთავარი საოჯახო ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და მათი განვითარებაა, რაც თავის თავში ბევრ რამეს მოიაზრებს.მეცხოველეობის სეგმენტი რომ ავიღოთ, ბევრი მუშაობაა საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად. უპირატესად გასათვალისწინებელია, რომ ეს სექტორი ცხოველთა საკვებ ბაზაზეა დამოკიდებული, ამისთვის კი მიწის რესურსია ასათვისებელი.მიწის გონივრული გამოყენება გულისხმობს კულტურული სათიბ-საძოვრების განვითარებას.საძოვრები უნდა გავხადოთ ნაყოფიერი, თუკი დღეს მათი პროდუქტიულობა 1 ჰა-ზე 1200 საკვები ერთეულია, ის უნდა გაიზარდოს 5000-7 000 საკვებ ერთეულამდე,როგორც ეს მაგალითად ჰოლანდიაში ან დანიაშია", - ამბობს ჭიჭაყუა და დასძენს, რომ ქვეყანაში მთავარი აქცენტი სტრატეგიული პროდუქციის წარმოებაზეუნდა გაკეთდეს.

,,სასურსათო უსაფრთხოების დონეზე ისეთი მდგომარეობაა, რომ ფერმერმაც და სახელმწიფომაც უნდა იზრუნოსსტრატეგიულად საჭირო პროდუქციის წარმოებაზე , როგორიცაა მარცვლეული, შემდეგ უკვე - ხორცისა და რძის წარმოებაა მისახედი. ზაფხულამდეც ვერ მოიცდის საქმე, პროცესები ძალიან სწრაფად დაიწყება, ვფიქრობ, პარალელურ რეჟიმში უნდა იმოქმედონ, რადგან ჩვენ ახლა გაჩერების უფლებაარ გვაქვს. ყველა ქვეყანა თავისი პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების განვითარება, რომელიც მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა გახდეს. საჭიროა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომლის დეფიციტსაც განვიცდით. ფერმეების როლი გასაძლიერებელია,სახელმწიფოს სურვილი და სწორი პოლიტიკა კიახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებაში შეგვიწყობს ხელს. საგაზაფხულო სეზონი იწყება და ძალების გაასმაგება უნდა მოხდეს, რომ კრიზისს დროულად დავაღწიოთ თავი", - აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system