თავში

ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალი და უმუშევრობა - ეკონომიკის პანდემიური გამოწვევები

ეკონომიკის პანდემიური გამოწვევები
ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალი და უმუშევრობა - ეკონომიკის პანდემიური გამოწვევები

"ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება უმუშევრობა, შესაბამისად, ამ მიმართულებით სახელმწიფოს როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელობანი იქნება, განსაკუთრებით კრიზისის აქტიური მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც კერძო სექტორს ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმების მიმართულებით," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისის შედეგად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა და საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდა და ასევე მთავარი გამოწვევა უმუშევრობა იქნება, ყველას გვესმის რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ამ კრიზისის შედეგად გაიზრდება და აუცილებლად იქნება საჭირო ღონისძიებები იმისთვის, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დავაბალანსოთ ეს მაჩვენებელი. თუნდაც კარგ, პოზიტიურ სცენარში გეთანხმებით რომ ტურიზმის სრულფასოვნად აღდგენა დიდი ალბათობით შეუძლებელი იქნება, რადგან ვინც ამას აფასებს ყველა ამბობს, რომ გლობალურად გადააზრება მოხდა ზოგადად ტურიზმის. როგორც აღვნიშნეთ დაბალანსებისთვის მოგვიწევს, რომ დამატებითი ინსტრუმენტები გამოიყენოთ საინვესტიციო პოლიტიკის კუთხით, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის ინვესტიციების მიმართულებით და უმუშევრობის დაძლევისთვის ეს არის უალტერნატივო. კერძო სექტორში ვგულისხმობ როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს,“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system