თავში

ეკონომიკის რომელ სექტორებშია გაცემული ბიზნესსესხები

ეკონომიკის რომელ სექტორებშია გაცემული ბიზნესსესხები
ეკონომიკის რომელ სექტორებშია გაცემული ბიზნესსესხები

სექტემბერში, ივნისთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა შემცირდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.0% შეადგინა. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

აქვე აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი 3.1 პპ-ით გაიზარდა და 12.1% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 7.7 პპ-ით შემცირდა, 11.8%-მდე. 

ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდწილად ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და გადამამუშავებელი სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა, ხოლო ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება მცირედით შემცირდა. 

სებ-ის ინფორმაციით, საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესს და საცალო სესხებზე მოთხოვნის მცირედით ზრდას ელოდებიან. 

ვალუტების ჭრილში საგულისხმოა, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საკრედიტო პორტფელის ზრდა, გარკვეულწილად, კვლავ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდით იყო განპირობებული.

სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და 9.6% შეადგინა, ხოლო ლარის პორტფელის ზრდის ტემპი 2.3 პპ-ით შემცირდა და 14.8% იყო. 

სებ-ის მონაცემებით, მესამე კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 42.5% შეადგინა. 

მოსალოდნელია, რომ ლარიზაციის ზრდის პროცესი მომავალში კვლავ გაგრძელდება. ლარიზაციის ზრდა ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system