თავში

ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა და შემცირდა წელს

ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა და შემცირდა წელს
ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა და შემცირდა წელს

2021 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8,3 %-ია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, განაცხადა, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა. 

მისივე განმარტებით,  2021 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი შემცირდა -6.8%-ით. დაახლოებით -14% არის შემცირებული იმპორტის მოცულობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდა 3%-ით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 23%-ით იყო გაზრდილი.

„2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და დამამუშავებელი მრეწველობა. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორებში“,-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system