თავში

ეკონომიკის რომელი სექტორები მოიზიდავს ფრანგ ინვესტორებს საქართველოში

ეკონომიკის რომელი სექტორები მოიზიდავს ფრანგ ინვესტორებს საქართველოში
ეკონომიკის რომელი სექტორები მოიზიდავს ფრანგ ინვესტორებს საქართველოში

"დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ - ფრანგული დიალოგის" ფარგლებში ორი ქვეყანა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს, რომელთა შორისაც ვაჭრობა და ეკონომიკაა. ამ დიალოგის ფარგლებში გამართულ საფრანგეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესიაზე გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  გენადი არველაძემ, განაცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

"ამ დიალოგის ფარგლებში გამართულ ბიზნესსაბჭოზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ვაჭრობას, არამედ ინვესტიციების მოცულობის ზრდას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და სხვა სექტორებში,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკა გააცნო. მისი თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს ევროპასთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას, მათ შორის, მთელ რიგ სამრეწველო პროდუქციაზე ტექნიკური რეგლამენტების შემოღების შესახებ.  საფრანგეთში ქართული ხარისხიანი პროდუქტების ცნობადობის გაზრდის მიოზნით, მინისტრის მოადგილემ სურვილი საფრანგეთის სავაჭრო მისიებში, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საფრანგეთს, როგორც მსოფლიოში წამყვან სამთო - სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანას შეუძლია დიდი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია და შესაძლებლობა, განავითაროს სამთო საკურორტო ზონები ქვეყანაში და მოიზიდოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი თავისუფალ სრიალსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ასევე გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის, ფარმაციის, ტურიზმისა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების პროცესში ფრანგული კომპანიების დაინტერესება.

ქართულმა მხარემ დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წყალტუბოს საკურორტო ზონის პოტენციალისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system