თავში

ეკონომიკური პოტენციალით თბილისი მსოფლიო ლიდერია

ეკონომიკური პოტენციალით თბილისი მსოფლიო ლიდერია
ეკონომიკური პოტენციალით თბილისი მსოფლიო ლიდერია

თბილისი ლოკაციის ექსპერტების მხრიდან უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

Emerging Europe-ის 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით თბილისი პირველ ადგილზეა. 

„საქართველო უკვე დიდი ხანია, ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების თავისუფლების რეიტინგში ყოველთვის სათავეშია. 2019 წელს ქვეყანა რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გავიდა, იმ პირდაპირი და მარტივი მეთოდების გამო, რომლითაც ახალ ბიზნესებს ქვეყანაში დარეგისტრირება შეუძლიათ“,- წერს გამოცემა.

სტატიაში საქართველოს დედაქალაქის მერი, კახა კალაძის შეფასებითი კომენტარიცაა.

„ის, რომ Emergin Europe-მა ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში ლიდერად გვაღიარა, ხაზს უსვამს ჩვენ მონდომებასა და შრომას, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ქალაქის პოტენციალის აღმოჩენაში ჩავდეთ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისი აღიარებული იქნა როგორც ერთ-ერთი პოტენციალით სავსე ადგილმდებარეობა, და გვიხარია, რომ ხაზი გაესვა ქალაქში არსებულ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს. ეს ჯილდო ნამდვილად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას. ჩვენ ველით ყველას, ვისაც აქ ბიზნესის კეთება უნდა და პირობას გაძლევთ, თავად დარწმუნდებით, თბილისის როგორც თქვენი მომავალი ბიზნესის ადგილმდებარეობის უპირატესობაში“,- ამბობს კახა კალაძე.

ცნობისტვის, ბიზნესის კეთების სიმარტივით პირველ ადგილზე მყოფ თბილისს მოსდევს ბუქარესტი, სოფია, ტალინი, ვარშავა და პრაღა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system