თავში

მინისტრებმა დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმა უნდა წარადგინონ

ეკონომიკური სტიმულირების გეგმა უნდა წარადგინონ
მინისტრებმა დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმა უნდა წარადგინონ

კორონავირუსის გავრცელების კვალდაკვალ, პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარმოდგენას ავალებს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა. 


"მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ასევე პრიორიტეტია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება, მიადგეს ჩვენს ეკონომიკას.
სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება ხვალიდან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი სოციალურად უზრუნველყოფის წინაშე
", – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system