თავში

ეკონომიკურმა ბლოკმა პოსტკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს

ეკონომიკურმა ბლოკმა პოსტკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს
ეკონომიკურმა ბლოკმა პოსტკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს

ეკონომიკურ ბლოკს მიეცა დავალება, წარმოადგინონ პოსტკრიზიკული გეგმა, რაც ქვეყანას, მოქალაქეებს, სახელმწიფო სექტორს და ბიზნესს მოამზადებს იმისთვის, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად დავიბრუნოთ ეკონომიკაში არსებული პოზიციები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სახელმწიფო უკვე ფიქრობს დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე.

„ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ის პოზიციები, რომელიც ეკონომიკაში გვქონდა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სუბიექტებს დაბრუნდნენ ისეთ აქტივობებში და ისეთ ბიზნესგარემოში, რომელიც მათთვის აქამდე იყო ჩვეული. შესაბამისად, დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე სახელმწიფო უკვე ფიქრობს მას შემდეგ, რაც უკვე ეს კრიზისი იქნება გადალახული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system