თავში

ექსპერტებმა პოსტ - პანდემიურ ეკონომიკაზე იმსჯელეს

ექსპერტებმა პოსტ - პანდემიურ ეკონომიკაზე იმსჯელეს
ექსპერტებმა პოსტ - პანდემიურ ეკონომიკაზე იმსჯელეს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება პანდემიისშემდგომ“ გაიმართა. ონლაინ განხილვას მოდერატორობა „ჯეოქეისი“-ს გამგეობის წევრმა, ბაქარ ფალავანდიშვილმა გაუწია.

„პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს აქვს არჩევანი - განაგრძოს ეკონომიკური განვითარების არსებული კურსი, რაც მოიცავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ქვეყნის შედარებით უპირატესობებზე (ტურიზმი, ენერგეტიკა, ა.შ.) აქცენტით ან ამ პოლიტიკასთან ერთად ეცადოს, განავითაროს ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით. ამ მიზნით, სახელმწიფოს პოლიტიკა შეიძლება იყოს უფრო მეტად ამბიციური, კონცენტრირებული და გრძელ ვადაზე გათვლილი. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების არსებული დონე საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური რეაგირება მოახდინოს ე.წ. „საბაზრო ჩავარდნის“ შემთხვევებზე და უზრუნველყოს მეტი კოორდინაცია დაფინანსების ახალი წყაროების, კვლევა-განვითარებისა და სამუშაო ძალის უნარების ამაღლების კუთხით“, - განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ხელისუფლებას აქვს უფლებაც და ვალდებულებაც უფრო აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკურ პროცესებში, ვიდრე ოდესმე. ჩარევა უნდა მოხდეს მასტიმულირებელი და მხარდამჭერი პაკეტების მიწოდებით ეკონომიკის სხვადასახვა სექტორებისთვის.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის აზრით, რამდენად მზად დახვდება საქართველოს ეკონომიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდს, მეტწილად დამოკიდებული იქნება საფინანსო სისტემის მდგრადობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს აქტიურ ინტერვენციებზე, შეინარჩუნოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა.

კომერციული სამართლის სპეციალისტმა, ლევან კოკაიამ განაცხადა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მეტი გააქტიურების აუცილებლობა არსებობს.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ გეგმავს ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გაგრძელებას და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ამ მიმართულებით რეკომენდაციების პაკეტის წარდგენას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system