თავში

ექსპერტი: ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ნავთობზე ფასები მოიმატებს

ექსპერტი: ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ნავთობზე ფასები მოიმატებს
ექსპერტი: ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ნავთობზე ფასები მოიმატებს

"ძნელი სათქმელია, ვინ გაიმარჯვებს აშშ საპრეიდენტო არჩევნებში, მაგრამ ერთი ვიცი ,რომ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ნავთობზე ფასები მოიმატებს," - ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის ექსპერტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ჯო ბაიდენის გამარჯვება ნავთობის ფასების ზრდისათვის იქნება გარკვეული სტიმული, რადგან რომ თავისი გამოსვლებით ბაიდენი ფედერალურ მიწებზე ფიქალური ამერიკული ნავთობის მოპოვების შემცირების მომხრეა და ის ასევე ეწინააღმდეგრბა, ნავთობის მოპოვება ხდებოდეს პიდრავლიკური პლასტერის გახლეჩვის მეთოდით.

შენგელია გვიხსნის, რომ ის ძალები, რომლებიც არჩევნებში ბაიდენის ზურგს უკან დგანან, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში,  მოახდენენ ზეწოლას, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვება შემცირდეს მინიმუმ დღეში მილიონი ბრელით.

ექსპერტი არ გამოვრიცხავთს, რომ 2021 წლის პირველ ან მეორე კვარტალში ნავთობის ფასი ბარელზე 50$-60$ იან შუალედში შევიდეს. 

ნიკა შენგელია დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვება გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს საფონდო ბაზრების ზრდის ტემპებთან დაკავშირებითაც.

"ჯო ბაიდენი, განსხვავებით ტრამპისგან,  ნაკლებ ზეწოლას მოახდენს ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე(ფსს), ვგულისხმობთ საპროცენტო განაკვეთების კიდევ დაწევას, რაც ფსს-ს ხელ-ფეხს გაუხსნის ოდნავ ასწიოს საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეტების ზრდა კი გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს საფონდო ბაზრის ინდექსების თანდათანობით და ნელ -ნელა დაბლა დაწევას," - გვიხსნის ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system