თავში

ექსპერტი: ეკონომიკური კლების ტენდენცია გადატეხილია

ექსპერტი: ეკონომიკური კლების ტენდენცია გადატეხილია
ექსპერტი: ეკონომიკური კლების ტენდენცია გადატეხილია

ბოლო პერიოდის კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იზრდება და პიზიტიურ ტრენდზე გადის. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი აზრით, ამას ადასტურებს როგორც საქსტატის წინასწარი შეფასება, ივნისში ეკონომიკის ვარდნის მნიშვნელივან შენელებაზე, როდესაც ეკონომიკის ვარდნა მაისს-ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ორჯერ და მეტად არის შემცირებული.

ექსპერტის მტკიცებით, ის გარემოება, რომ ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, ბიზნეს ასოციაცის კვლევაც ადასტურებს. 

„BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში BAG-ის დასაქმების ბარომეტრის მიხედვით, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შედარებისათვის, თუ პირველ კვარტალში დასაქმების ბარომეტრი უარყოფითი იყო და -46.7-ს შეადგენდა, როდესაც ოთხივე სექტორში დასაქმებასთან მიმართებაში ცალსახად ნეგატიური მოლოდინი არსებობდა, ამჯერად უარყოფითმა მაჩვენებელმა მხოლოდ -2.8 ქულა შეადგინა. ეკონომიკის გაჯანსაღების პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს, ბიზნესის მოლოდინი არ შეამციროს თანამშრომლების რაოდენობა. შესაბამისად, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არ შეცვლის ბიზნესის პროგნოზს დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებაზე, ხოლო 21% არსებული მაჩვენებლის ზრდასაც კი ვარაუდობს , შემცირების მხოლოდ 17% ის საპირისპიროდ," - აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტის განმარტებით,  საქართველოს ეკონომიკა იმაზე სწრაფად ჯანსაღდება ვიდრე მოსალოდნელი ოყო.

"ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული კლების ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და წყალმომარაგების, კომუნალური მომსახურების და ნარჩენების მართვის სექტორებში კლების ნაცვლად ზრდა დაფიქსირდა. ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული ფისკალური და ეკონომიკის მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკის, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული საკომპენსაციო ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში მნიშვნელოვანი გაჯანსაღება მოხდება, მიუხედავად ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედი საერთაშორისო ტურიზმისა. ეკონომიკაში მოხმარების და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის ზრდას მნიშ ვნელოვნად შეუწყო ხელი, მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერით მიმდინარეობს: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გრძელდება, რაც წლის ბოლომდე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.  მოხმარების ზრდაზე დადებითად იმოქმედებს პანდემიით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა შემოსავლები, საკომპენსაციო ღონისძიებებით გათვალისწინებული თანხის გაცემა. ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ეფექტის შესადარებლად, მთავარ ინდიკატორად სწორედ ვარდნის ტემპების შემცირება და პოზიტიურ ტრენდზე გადასვლა უნდა მივიჩნიოთ. კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე," - ამბობს ექსპერტი.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-ივნისის კლების მაჩვენებელი 5.8 პროცენტია და წლიური ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. კოვიდკრიზისული ტენდენციების ფონზე, მაისს -ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში საერთო ჯამში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system