თავში

ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ექსპორტი 10%-ით გაიზარდა
ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს – 10.0 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს – 4.0 პროცენტით მეტი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით,

იანვარში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

2020 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 262.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 67.4%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლის იანვართან შედარებით 12.4%-ით გაიზარდა და 177.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

იანვრის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე 49.4 მლნ. აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9%-ს შეადგენს. წელს პირველად ადგილობრივ საექსპორტო სამეულში ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები მოხვდა. საექსპორტო ათეულში ეს პროდუქტი 16.0 მლნ. აშშ დოლარით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილს, 15.4 მლნ. აშშ დოლარით ფეროშენადნობები იკავებს.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების სახით, რომლის იმპორტმა 56.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 51.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 50.0 მლნ. აშშ დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system