თავში

ექსპორტი წლიურად 13.4 პროცენტით შემცირდა

ექსპორტი წლიურად 13.4 პროცენტით შემცირდა
ექსპორტი წლიურად 13.4 პროცენტით შემცირდა

2020 წლის ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 13.4 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან საექსპორტო შემოსავლების შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სომხეთში ექსპორტის კლებამ, რაც დიდწილად მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ექსპორტის კლებას უკავშირდება. რეგიონის სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების, ხოლო ყირგიზეთში - მსუბუქი ავტომობილების, სამკურნალო საშუალებების, ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებლის კლება. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

აქვე განმარტებულია, რომ რუმინეთსა და ჩინეთში შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი. ამის საპირისპიროდ, ექსპორტი გაიზარდა აშშსა და ესპანეთში ძვირფასი ლითონების, ასევე სპილენძის მადნების და კონცენტრატების რეექსპორტის, ხოლო გერმანიაში - თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტის მატების გავლენით. 

2020 წლის ნოემბერში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: რუსეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ჩინეთი, უკრაინა, აშშ და თურქეთი. ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილმა მთლიანი ექსპორტის 64 პროცენტი შეადგინა. 

სებ-ის შეფასებით, წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო.

"2020 წლის ნოემბერში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 13.4 პროცენტიან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მსუბუქი ავტომობილების (-13.7 პროცენტული პუნქტი) ექსპორტმა შეიტანა. ექსპორტის მოცულობაზე უარყოფითად აისახა ასევე სპილენძის მადნებზე და კონცენტრატებზე, ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე, სპირტიან სასმელებზე, მინერალურ წყლებზე და დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებზე საგარეო მოთხოვნის კლება (ჯამურად -5.6 პროცენტული პუნქტი წვლილი მთლიანი ექსპორტში). ამის საპირისპიროდ თხილი-კაკლის, ფეროშენადნობების, დაუმუშავებელი ოქროსა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. წინა წელთან შედარებით სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტი უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო," - აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 417.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა წლიურად 13.4 პროცენტით დაიკლო და 301.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12.1 პროცენტით 718.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system