თავში

ექსპორტირებული ცხვრის ღირებულება 4,5 მლნ დოლარით გაიზარდა

ექსპორტირებული ცხვრის ღირებულება 4,5 მლნ დოლარით გაიზარდა
ექსპორტირებული ცხვრის ღირებულება 4,5 მლნ დოლარით გაიზარდა

ექსპორტზე ქართული ცოცხალი ცხვრის ღირებულება ზრდადი ტრენდით გამოირჩევა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საუდის არაბეთში განხორციელებული ცხვრის ექსპორტის ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.  ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, მათ შორის, ცოცხალი ცხვრის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება, რაც საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც ცოცხალი ცხვრის საექსპორტოდ მზადების პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

შპს „აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის. საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება.

შპს „აგროქიზიყის“ წარმომადგენლის ბექა გონაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system