
"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, აპრილის ძალზედ მაღალი ზრდის შემდეგ, ექსპორტის ზრდა ბოლო ორ თვეში შედარებით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და მაისში და ივნისში, შესაბამისად, წ/წ 44.9% და წ/წ 30.4% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ივნისის ექსპორტი 2019 წელთან შედარებით 12.5%-ით მეტი იყო. აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ექსპორტის მოცულობამ წ/წ 81.5 მლნ აშშ დოლარით, 349.3 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა.
ივნისში სავაჭრო ბალანსი წ/წ 43.1%-ით (147.0 მლნ აშშ დოლარით) გაუარესდა. 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, სავაჭრო დეფიციტი წ/წ 323.0 მლნ აშშ დოლარით (წ/წ 15.3%) 2 437.2 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.