თავში

ექსპორტით შემოსავალი საქართველოს $456 მილიონი დოლარით შეუმცირდა

ექსპორტით შემოსავალი საქართველოს $456 მილიონი დოლარით შეუმცირდა
ექსპორტით შემოსავალი საქართველოს $456 მილიონი დოლარით შეუმცირდა

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ 2020 წელს საქართველოდან სულ $3.34 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტმა $456 მილიონი დოლარით ანუ 12%-ით იკლო. 

10 უმსხვილესი დასახელების საქონლიდან 5-ის ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. 

განახევრებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. აქ ვარდნა $329 მილიონ დოლარს აღწევს. 

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი შარშან წლიურ ჭრილში (2019 წელთან შედარებით) 12.3%-ითაა გზრდილი. აქედან ქვეყანამ $729.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

წლიურ ჭრილში -44.9%-იანი კლება ფიქსირდება მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში. ამ საქონლის ექსპორტით ქვეყანამ $404.1 მილიონი დოლარი მიიღო.

$247.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა ფულად გამოსახულებაში ფეროშენადნობების ექსპორტი. კლება წინა წელთან -18.5%-ია.

საქართველომ შარშან ექსპორტზე  $210.3 მილიონი დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინოები გაყიდა. კლება წინა წელთან 5.6%-ია 

სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შარშან ქვეყანამ $132.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ზრდა წინა წელთან 3.8%-ზე ფიქსირდება.

2020 წელს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა $116.6 მილიონ დოლარ, კლება წინა წელთან -12.7%-ია.

სამკურნალო საშუალებების ექსპორტი წლიურ ჭრილში შემცირებულია 42.6%იით, აქედან ქვეყანამ $99 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

შარშან საქართველომ ექსპორტზე $97.6 მილიონი დოლარისოქრო გაიტანა. ზრდა წინა წელთან 34%-ია.

 თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი შარშან $94 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ზრდა წინა წელთან 40.9%-ია.

ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატების ექსპორტით საქართველომ შარშან  $90 მილიონი დოლარი მიიღო. 2019 წელს ამ საქონლის კოდის ექსპორტი $10.7 მლნ დოლარი იყო.

შარშან პანდემიამ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შეუმცირა.

პანდემიურ 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

პანდემიის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა ადგილობრივი ექპორტის წილის ზრდა მთლიან ექსპორტში. 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system