თავში

ექსპორტზე $6.1 მლნ-ის ღირებულების ხურმა და კარალიოკი გავიდა

ექსპორტზე $6.1 მლნ-ის ღირებულების ხურმა და კარალიოკი გავიდა
ექსპორტზე $6.1 მლნ-ის ღირებულების ხურმა და კარალიოკი გავიდა

ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოდან 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 744 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 385 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system