თავში

"ელიავას ბაზრობის" გახსნას ითხოვენ

"ელიავას ბაზრობის" გახსნას ითხოვენ
ელიავას ბაზრობის გახსნას ითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

 ბაზრობების წარმომადგენლები ღია სივრცეში ვაჭრობის უფლებას ითხოვენ.

„ელიავას ბაზრობის” ერთ-ერთი წარმომადგენლი, თეა ანდრიაძე ამბობს, რომ ღია სივრცეში ვაჭრობა ბევრად უსაფრთხოა ვიდრე დახურულში და ამიტომაც  უპირატესობა ღია სივრცეში მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ.

ანდრიაძე საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ არასწორად ხდება გახსნა-ჩაკეტვები. ის მთავრობის კრიზისმენეჯმენტით უკმაყოფილოა და დასძენს, რომ საქართველოს ესპანეთის გამოცდილების გაზიარება არ აწყენს.

"არ შეიძლება ღია სივრცეს არ ჰქონდეს პრივილეგია და დახურულ სივრცეებს ჰქონდეთ. ჯერ 24 დეკემბერს უნდა გავხსნილიყავით, მერე გვითხრეს, რომ 15 იანვარს უნდა გავხსნილიყავით, შემდეგ თქვეს 1-ლი თებერვალი და ახლა 15 თებერვალსო. ასე გრძელდება განუწყვეტილივ და ასე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს კრიზისმენეჯმენტი მიმდინარეობს არასწორად, ცუდად. რატომ უნდა ავიღოთ ჩვენ იტალიის მაგალითი, რომელსაც არასწორი კრიზისმენეჯმენტი ჰქონდა და ამას პრემიერის გადადგომა მოყვა? რატომ არ შეგვიძლია ავიღოთ მადრიდის მაგალითი, სადაც ბიზნესი არ ჩაკეტილა? როგორ შეიძლება დახურული სივრცეები იყოს პრივილეგირებული, ღია სივრცეებთან შედარებით? ნონსენსია ეს, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება“, - ამბობს თეა ანდრიაძე. 

შპს "სავაჭრო ცენტრ დიდუბის" ადმინისრაციამ ღია წერილით უწყებათაშორის საბჭოსა და მთავრობას ღია წერილით წინა თვეშიც მიმართა. წერილში განმარტებული იყო, რამდენად დიდ ზარალს განიცდიან და შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები. აქვე აღნიშნულია, რომ ბაზრობა გაუხსნელობის გამო დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია კონკურენტებთან მიმართებით და მოთხოვნილია, მიეცეს მოვაჭრეებს მუშაობის განახლების უფლება იმ რეჟიმით და იმ ვადით, რომლითაც ფუნქციონირებს დედაქალაქის სავაჭრო ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა. ბაზრობის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, იძლევა გარანტიას, რომ უპირობოდ იქნება დაცული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ, პანდემიის პირობებისთვის დადგენილი ყველა სტანდარტი და მოთხოვნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system