თავში

Emerging Europe: საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია გასაოცრად იოლია

Emerging Europe: საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია გასაოცრად იოლია

Emerging Europe აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით "საქართველოს ბიზნეს წამოწყებები მზად არიან ინვესტიციებისთვის. ინვესტორების მოქმედების დრო დგება“.

გამოცემის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია გასაოცრად იოლია - ეს ერთ დღეში შეიძლება განხორციელდეს.

„საქართველო ყოველთვის იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი. უძველესი აბრეშუმის გზის ამოქმედებამდეც მრავალი განსხვავებული რჯულისა და კულტურის წარმომადგენელი იყრიდა თავს ქვეყანაში. ასეთი წარსული განაპირობებს მის აწმყოსაც: ქვეყნის დედაქალაქი - თბილისი - ეკლექტური არქიტექტურითაა გაჯერებული, შესანიშნავი საკვები და სასმელიც უხვადაა აქ, რაც ათასობით წელს ითვლის. აქვე ნახავთ ჰიბრიდულ ტაქსებს და ანდერგრაუნდის ჟანრის მუსიკალური მიმდინარეობების მიმდევართა თავშეყრის ადგილებს. არაფერს ვამბობთ უცხოელთა დიდ თანამეგობრობაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს წარმომადგენელთაგან შედგება. საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია. სამი საერთაშორისო აეროპორტი (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში) მილიონობით მოგზაურს ემსახურება ყოველწლიურად. ისინი ძირითადად ტურისტები არიან, თუმცა მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს სტუმრობს საცხოვრებლად, ბიზნესის საწარმოებლად ან კაპიტალდაბანდების მიზნით. საქართველოში ცხოვრების ხარჯი დაბალია თუ მას ევროკავშირის უფრო განვითარებულ ქვეყნებს ან შეერთებულ შტატებს შევადარებთ. თან აქ ძალიან იოლია ბიზნესის რეგისტრაცია: რეალურად ერთი სრული დღე არც სჭირდება ამის გაკეთებას. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მეშვიდე ადგილზეა გლობალურად ბიზნესის კეთების მხრივ, ხოლო მეორე ადგილზეა ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ. საქართველოს ძალიან მარტივი საგადასახადო კოდექსი გააჩნია, რადგან აქ მხოლოდ 6 სახის გადასახადი არსებობს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გამარტივდა. ქვეყნის საგადასახადო კოდექსში ახლახანს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა გარემო ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის: საერთაშორისო კომპანიებს მოგების და საშემოსავლო გადასახადები 5 პროცენტამდე შეუმცირდათ, რაც მწვანე შუქს აძლევს იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც უკეთეს ადგილს ეძებენ ბიზნესის საწარმოებლად და რომელიც გაამართლებს მათ გადმოსვლას ბელარუსის დროებითი ფუნქციონირების ადგილიდან ისეთ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ბიზნეს წამოწყებების ხელშეწყობაზე კეთდება”,- წერს გამოცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system