თავში

ენერგეტიკულ ბირჟას ირინა მილორავა უხელმძღვანელებს

ენერგეტიკულ ბირჟას ირინა მილორავა უხელმძღვანელებს
ენერგეტიკულ ბირჟას ირინა მილორავა უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ყოფილი თავმჯდომარე ირინა მილორავა ახლადშექმნილ „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას“ უხელმძღვანელებს.

სიახლე საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში გიორგი ჩიქოვანი, მიხეილ ზიბზიბაძე და ზაზა დვალიშვილი შედიან.

ენერგეტიკული ბირჟა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50-50 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას.

ენერგეტიკული ბირჟის ძირითადი საქმიანობა ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, დღით ადრე და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია იქნება.

ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system