თავში

საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის EBRD-მა 90 მლნ ევრო გამოყო

ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის EBRD-მა 90 მლნ ევრო გამოყო
საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის EBRD-მა 90 მლნ ევრო გამოყო

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებს 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია:
• ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;
• ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნენსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება;
• კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და მისი დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system