თავში

ბავშვებში ენერგეტიკული ცნობიერების ასამაღლებლად ახალი პროექტი იწყება - VIDEO

ენერგეტიკული ცნობიერების ასამაღლებლად ახალი პროექტი იწყება - VIDEO
ბავშვებში ენერგეტიკული ცნობიერების ასამაღლებლად ახალი პროექტი იწყება - VIDEO

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია, იგივე სემეკი, ბავშვებში ენერგეტიკული ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. მულტფილმის გმირი ჟოზე მარტივი ტერმინოლოგიის გამოყენებით ბავშვებს უხსნის ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებების შესახებ.

როგორც სემეკში განმარტავენ, პროექტის ძირითადი მიზანია ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტიანობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლება და სათანადო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის შესახებ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system