თავში

ენერგოინვესტორები 1 კილოვატ-საათზე დამატებით 1.5 დოლარს მიიღებენ

ენერგოინვესტორები 1 კილოვატ-საათზე დამატებით 1.5 დოლარს მიიღებენ
ენერგოინვესტორები 1 კილოვატ-საათზე დამატებით 1.5 დოლარს მიიღებენ

მთავრობამ დღეს ელექტროსადგურების, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად მთავრობამ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის ჩადების მსურველი პირები და კომპანიები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და შემოსავალთან ერთად, გამომუშავებული ელექტროენერგიის 1 კვ/ს ენერგიაზე 1.5 აშშ ცენტს მიიღებენ.

"ეს მექანიზმი ნაწილობრივ საბაზრო პრინციპებზე არის დაყრდნობილი, თუმცა რჩება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ეს არის ევროპული პრაქტიკა, რის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში. 

"ენერგეტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და აქედან გამომდინარე, მექანიზმები, რომლებიც წაახალისებს აქ უფრო მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა იქნეს შემოთავაზებული," - ამბობს მონისტრი თურნავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system