თავში

ენგურის ხიდზე გადაადგილებისთვის 14-დან 60 წლამდე მამაკაცებს 250 ლარის გადახდა უწევთ

ენგურის ხიდზე გადაადგილებისთვის წლამდე მამაკაცებს ლარის გადახდა უწევთ
ენგურის ხიდზე გადაადგილებისთვის 14-დან 60 წლამდე მამაკაცებს 250 ლარის გადახდა უწევთ

ენგურის ხიდზე 14-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. ასაკობრივი წნეხი ივლისიდან მოქმედებს. როგორც ადგილობრივებმა ,,report-ge"-ს განუცხადეს, დე-ფაქტო მთავრობას შეზღუდვა 16 სექტემბრიდან უნდა მოეხსნა, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. 

გალელების ინფორმაციით, 14-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის გადაადგილება მხოლოდ თანხის გადახდის სანაცვლოდ არის შესაძლებელი. ივლისში ეს საფასური 5000 რუბლს (250 ლარი) შეადგენდა, თუმცა ბოლო პერიოდში 20-25 ლარამდე შეამცირეს. ცალკე ხალხს თანხის გადახდა თხილის ტრანსპორტირებაშიც უწევს.

,,მესამე თვეა, გადაადგილება ჭირს. იმდენად მაღალი გადასახადები დააწესეს, რომ მიმოსვლა თითქმის შეუძლებელი გახადეს. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადადის ხალხი საზღვარზე, თუკი პრობლემა ჯანმრთელობას ან სხვა გადაუდებელ საჭიროებას ეხება.  ისედაც გაჭირვებაში ვცხოვრობთ და პირობებს დღითიდღე გვირთულებენ. გვპირდებოდნენ, რომ დილიდან გაიხსნებოდა საზღვარი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეზღუდვა ეხებათ, მაგრამ ხალხს მაინც გადაახდევინეს თანხა", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან გვაგვალიამ, გალის ქვედა ზონის სოფელ ფიჩორის მკვიდრმა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, საზრვარზე ცალკე ფულს თხილის გადატანაშიც ითხოვენ. 1 კგ. თხილი ზუგდიდში 6 ლარამდეა, გალიდან ტვირთის გადატანის შემთხვევაში, კილოგრამზე დამატებით 50 თეთრის ოდენობით გვახდევინებენ. იმდენად მძიმე პირობაა, რომ მოსავლის გაყიდვას ადგილზევე ვცდილობთ და საბოლოოდ ვზარალდებით. გალის ადმინისტრაციას არსებული პირობების შემსუბუქების მოთხოვნით რამდენიმეჯერ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებაც არავინ მოგვაქცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system