თავში

ეპიდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირა

ეპიდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირა
ეპიდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირა

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება თითქმის არ აქვს. კორონავირისის გავლენამ დენის როგორც იმპორტი და მოხმარება, თუმცა თბოელექტროსადგურების საქმიანობა საგრძნობლად შეაფერხა. კომპანიებს გამომუშავება მარტში, წინა თვესთან შედარებით, 2%-ით შემცირდა.

,,სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, მარტში დენის იმპორტიც და მოხმარებაც მკვეთრად შემცირებულია. რუსეთიდან შემოსული ელექტოენერგია მთლიანად აფხაზეთს მოხმარდა. მინიმალურ დონეზეა აზერბაიჯანიდან დენის იმპორტიც, რომელიც მარტის მონაცემით, 19 მგვტ/სთ-ს შეადგენს. 

როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე report.ge-თან საუბრობს, კორონავირუსისგან გამოწვეულმა ვითარება ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, რადგან დენის მოხმარება იმდენად შემცირებულია, რომ შესაძლოა, შიდა რესურსიც საკმარისი იყოს და იმპორტირებული დენი აღარც დაგვჭირდეს.

,,მიმდინარე წლის მარტში, 65 გვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიტანეთ რუსეთიდან, ისიც ძირითადად აფხაზეთისთვის. დანარჩენი მოხმარება საკუთარი გენერაციის ფარგლებში ხორციელდებოდა, თუ არ ჩავთლით აზერბაიჯანიდან დენის იმპორტს, რომელიც მცირე რაოდენობით შემოვიტანეთ, მეტი ელექტროენერგის ყიდვა ჩვენ მარტში არ დაგვჭირდა. დანარჩენი საკუთარი გენერაციის ხარჯზე ვართ. თუმცა უარყოფითი ფაქტორია ის, რომ თბოსადგურების გამომუშავება მარტში, წინა თვესთან შედარებით, 2%-ით არის შემცირებული, რაც ასევე ეპიდემიის გავლენას უკავშირდება. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის შესაძენად ვალუტა არ გადის გარეთ , რაც ლარის კურსზეც დადებითად აისახება”, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

,,სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, მარტში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, საქართველოს მასშტაბით, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია 9%-ით, შარშანდელთან შედარებით, ხოლო იანვართან შედარებით, 13%-ით შემცირდა. მოხმარების შემცირება ლოგიკურია და ეს სამომავლოდ შესაძლოა, კიდევ უფრო შესამჩნევი გახდეს, რადგან ჯერჯერობით უცნობია, კორონავირუსისგან გამოწვეული შეფერხებები როდემდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system