თავში

ეპიდემიის გლობალური გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე

ეპიდემიის გლობალური გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე
ეპიდემიის გლობალური გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე

წლის პირველი კვარტალი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მკვეთრად ნეგატიურია. ეპიდემიის გავლენა ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორს შეეხო. თუმცა, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, ყველაზე მეტად ქვეყნები ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო დაზარალდნენ, რადგან ეს პრობლემამ ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე მასშტაბურად აისახა.

,,რაც მეტი დრო გავა, ყოველ აღებულ პერიოდში, წინა პერიოდთან შედარებით, კლება თვალსაჩინო იქნება. მთელ მსოფლიოში მძიმე  მდგომარეობაა. მარტო ნავთობის ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო ავიაგადამზიდავების საერთო ზარალი 400 მლრდ დოლარია. ქვეყნები დიდ ნაწილში მოსახლეობა თვითიზოლაციაშია, ასევე შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება, რაც ამცირებს ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნას და ნავთობის მსოფლიო ყოველდღიურმა მოთხოვნამ დაახლოებით 1/3-ით იკლო. დომინოს პრონციპით ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა დარგზე, მათ შორის, მოსახლეობის შემოსავლებზე. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოს დაახლოებით 130 ქვეყანასთან გვაქვს და რაც მსოფლიოში ხდება, პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განმარტავს არჩვაძე და დასძენს, რომ საგარეო ვაჭრობაში კლების ტენდენცია სამომავლოდ გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც სტატისტიკოსი ამბობს, ჯერ არ ჩანს პერსპექტივა, რომელიც ამ ნეგატიურ ტრენდს საპირისპიროდ შემოაბრუნებს. 

,,საგარეო ვაჭრობის პარამეტრების მიხედვით, ოპტიმიზმის საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ბაზრები, სადაც ქართული პროდუქცია იყიდებოდა. საქართველოს ექსპორტის დიდი ნაწილი, ხანდახან 40%-იც, თვეებისა და წლების სტატისტიკის მიხედვით, მოდიოდა რეექპორტზე, სხვა ქვეყნებში წარმოებულ და საქართველოში დროებით შემოტანილ პროდუქტზე, როგორიცაა ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ასევე რიგი სხვა საქონელი, ამიტომ ამ მიმართულებით ექსპორტის კლებაში რეექსპორტი წვლილიც დიდია. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ადგილობრივი წარმოება მაქსიმალურად იყოს ექსპორტში წარმოდგენილი. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯია გადასადგმელი. მართალია, გარკვეულწილად ვზრდით ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ ექსპორტზე დადებითი პოზიციების დაკავებისთვის არასაკმარისია", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system