თავში

ეროვნულ ბანკს აუდიტის ზედამხედველობა დაევალება

ეროვნულ ბანკს აუდიტის ზედამხედველობა დაევალება
ეროვნულ ბანკს აუდიტის ზედამხედველობა დაევალება

საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყანაში აუდიტის ზედამხედველობის ფუნქცია ემატება. მთავრობას ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი უკვე მზადაა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს სებ-ის ქოლგის ქვეშ მოაქცევს.

"ვფირქობ, რომ ეს გადაცემა უზრუნველყოფს რეგულირების ეფექტიანობის ზრდას და სებ-ის სხვა ფუნქციებთან სინერგიას. თუ მოხდება ეს ცვლილებები, ის ერთიანი მიდგომა, ასევე მოხდება ხარჯების ოპტიმიზირებაც. იმ ქვეყნებში, სადაც პრიორიტეტი არის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ამ ქვეყნების რიგებში ნამდვილად არის საქართველოც, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობა ხშირ შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოსთან არის დაკავშირებული. ეს არის დიდი ბრიტანეთი, ეს არის დუბაი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, სინგაპური და სამხრეთ კორეა. შესაბამისად, ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ვფიქრობ, რომ თუ მიიღო პარლამენტმა ეს ცვლილება, ამ სექტორის წარმომადგენლებს [აუდიტორებს] არ ექნებათ მიზეზი, რის გამოც, მათ უნდა ჰქონდეთ რაიმე წუხილი, ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოში 2020 წლის მაისის მდგომარეობით, სულ 262 აუდიტორული კომპანია არის რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system