თავში

“ეროვნულ რეესტრს“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია უუქმდება

“ეროვნულ რეესტრს“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია უუქმდება
“ეროვნულ რეესტრს“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია უუქმდება

ასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით,შპს "ეროვნულ რეესტრს“ 2021 წლის 21 დეკემბრიდან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრსაც შპს "ეროვნული რეესტრი“ აწარმოებდა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა, ხოლო შპს "ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს. 

აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 დეკემბრისა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system