თავში

ეროვნული ბანკი 2021 წელს ეკონომიკის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკი 2021 წელს ეკონომიკის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს
ეროვნული ბანკი 2021 წელს ეკონომიკის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით საშუალოდ 10%-ით გაიზრდება. Report.ge-ს ცნობით, შესაბამის ანგარიშს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 

მოცემული პროგნოზი ეროვნული ბანკის წინა პროგნოზთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით მეტია. პროგნოზის გაუმჯობესებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს, უფრო კონკრეტულად, საუბარია ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნის ზრდაზე, მთავრობის ფისკალურ სტიმულებსა და ექსპორტის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე. ამასთან, მოცემული სცენარით მომავალ წელს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით გაიზრდება.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეროვნული ბანკი მიიჩნევს რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6% იქნება.

გრაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, ცენტრალური ბანკი მიიჩნევს, რომ 9.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს 2%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system