თავში

ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოთა განახლებულ სიას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოთა განახლებულ სიას აქვეყნებს
ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოთა განახლებულ სიას აქვეყნებს

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სტატუსი შეეცვალა პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისა და მათი ემიტენტების ნაწილს. კერძოდ, განახლებული კანონის IX1 თავში განმარტებულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პრივატიზებულ საწარმოებს ეხსნებათ ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, ხოლო შესაბამისად ასეთი საწარმოების ფასიანი ქაღალდები არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად.

ცვლილებების შედეგად, ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი უნარჩუნდება ისეთ საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს:

  • სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟის სალისტინგო თუ არა-სალისტინგო კატეგორიაში;
  • წარმოადგენს I/II ზომით კატეგორიის საწარმოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად;
  • დამტკიცებული აქვს საჯარო ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა);
  • საქართველოს ეროვნულ ბანკს ა/წ 7 ოქტომბრამდე წარუდგინა ან საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს;

განახლებული ანგარიშვალდებული საწარმოების სია ასეთია:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system