თავში

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იცავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის მოთხოვნას და საჯაროდ არ საუბრობს მასსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის მიმდინარე პროცესებზე. თუმცა ცენტრალური ბანკი  აუცილებლად მიიჩნევს, გამოეხმაუროს დღეს მედიასაშუალებებით სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია "ველსის" წარმომადგენლის, დიმიტრი სუკიასოვის მიერ გაჟღერებულ შეფასებებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეთა მიერ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კი, ცხადია, მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს," - განმარტავს ეროვნული ბანკი სუკიასოვის საპასუხოდ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system