თავში

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის ივლისის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1.2%-ით ნაკლებია, ხოლო წინა წლის ივლისის მაჩვენებელს 0.8%-ით აღემატება (ეროვნული ბანკის დეტალური ბალანსი 10 აგვისტოს გამოქვეყნდება).

ამას გარდა, "თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, ივლისში არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 664.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე დაახლოებით 52.0 მლნ ლარით ნაკლებია. 

მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა, თუმცა მთლიანობაში, პანდემიის დროს შემცირების შემდეგ, აღდგენის დინამიკას სახეზეა. 

აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის წილი მთავრობის ფასიან ქაღალდებში კიდევ უფრო გაიზარდა და ივლისში 64.4% (60.9% ივნისში) შეადგინა, ძირითადად ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილის 21.1%-მდე (24.5% ივნისში) შემცირების ხარჯზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system