თავში

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა და საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა და საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა და საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა და საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდება. პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით (83 მომხრე) დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად განისაზღვრება, 9 წევრით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა 2- ის ნაცვლად - 3-ით.

ფართოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებაც, მათ შორის, ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით და ემატება ახალი საზედამხედველო სუბიექტები.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა და აღნიშნული 4 წევრის ნაცვლად, განისაზღვრება 5-ით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 5 წევრს შეადგენს, საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება, კერძოდ, გარკვეული პერიოდი - 2021 წლის 1 იანვარამდე, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილი იქნება შეასრულოს თავისი ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ს შეადგენს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system