ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8422 ლარი ღირს.
გუშინ, 1 დოლარის ყიდვა 2.8631 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0209 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 3.0701 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ, 3.1010 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0309 პუნქტით გამყარდა.
გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 თებერვალს დაადგინა, ხვალიდან, 20 თებერვლიდან იმოქმედებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8325 ლარად ივაჭრება.
ვახო რევაზიშვილი
ავტორი