თავში

ეროვნულმა ბანკმა კომპანიებს წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა გაუხანგრძლივა

ეროვნულმა ბანკმა კომპანიებს წლიური ანგარიშის
ეროვნულმა ბანკმა კომპანიებს წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა გაუხანგრძლივა

ეროვნულმა ბანკმა ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გაახანგრძლივა. 

ეს სუბიექტები აუდიტირებულ წლიურ ანგარიშს ეროვნულ ბანკს წარუდგენენ არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა.

გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და, აქედან გამომდინარე, კომპანიებისა და აუდიტორული ფირმების წინაშე არსებული სირთულეების გათვალისწინებით მიიღო.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოებსა და აუდიტორებს მოუწოდებს იხელმძღვანელონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მითითებებით.

ცნობისთვის, 2020 წლიდან ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის ანგარიშგების "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა. 

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წლიური და ნახევარ-წლიური ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად წარედგინება. ცვლილება 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის მომზადებულ წლიურ ანგარიშს შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system