თავში

ერთი მილიონი დოლარი ნობელის პრიზიორ ფიზიკოსებს გადაეცემათ

ერთი მილიონი დოლარი ნობელის პრიზიორ ფიზიკოსებს გადაეცემათ
ერთი მილიონი დოლარი ნობელის პრიზიორ ფიზიკოსებს გადაეცემათ

2019 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში ჯეიმს პიბლსს, მიშელ მეიერსა და დიდიე კელოუს, სამყაროს ევოლუციის საიდუმლოს ამოხსნასა და მასში დედამიწის ადგილის განსაზღვრაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ. ამის შესახებ პრემიის ვებგვერდზე წერია.

ამერიკელ ფიზიკოს პიბლსს პრემია ფიზიკური კოსმოლოგიის სფეროში თეორიული გამოკვლევისთვის, ხოლო შვეიცარიელ ასტრონომებს მაიორსა და კელოუს, მზის ტიპის ვარსკვლავების გარშემო მყოფი ეგზოპლანეტების აღმოჩენისთვის მიენიჭა.

ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს (ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს) სტოკჰოლმში გაიმართება. ლაურეატებს ჯილდოს შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი გადასცემს.

2019 წელს ფულადი ანაზღაურების ოდენობა ფიზიკის ყველა პრიზიორისთვის ჯამში დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system